Monday, November 5, 2012

პირველად,რომ მოვედი ამ ტრენინგზე არ ველოდი თუ ასეთი სასიამოვნო გარემო და სათნო და საყვარელი ტრენერი დამხვდებოდა. ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა აქაურმა სიტუაციამ და ქალბატონ თეას გულისხმიერებამ. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე კომპიუტერზე მუშაობისას და იმედი მაქვს უპრობლემოდ ჩავაბარებ ისტისა და ინგლისურის ინტეგრირებულ გამოცდას. გმადლობ თეა!!! ძალიან დაგვაკლდება თქვენი სითბო და სასიამოვნო ხმა. მოგვენატრები!!!!!!!!!!!

Wednesday, October 31, 2012

პროექტი

1.პროექტის სახელწოდება: ცნობილი ადამიანები
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა): უფრო დაწვრილებით შეისწავლონ და გაიცნონ გერმანელი და რუსი მწერლების ცხოვრების უცნობი დეტალები და ეზიარონ მათ პოეზიას.
3.პროექტის აქტუალობა: შეისწავლიან და გაეცნობიან უცხოელი მწერლებისა და პოეტების პოეზიას და ისწავლიან დამოუკიდებლად მუშაობას, და იგი ხელს შეუწყობს ცოდნისა და ძიებითი უნარ-ჩვევების ჩამიყალიბებაში.
4.პროექტის მიზნები: მისი მიზანია მოსწავლეებმა უფრო ახლოს გაეცნონ მათთვის უცნობი ავტორების ბიოგრაფიასა და შემოქმედებას.
5.მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი
6.ვადები და ხანგრძლივობა: 1თვე
7.მოსალოდნელი შეეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები დაეუფლებიან კვლევით უნარ-ჩვევებს, მათ ჩამოუყალიბდებათ გარკვეული ცოდნა იმ ქვეყნების ისტორიული წარსულისა და პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ რომელშიც ეს ცნობილი ადამიანები ცხოვრობდნენ.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტრნეტ-რესურსები, სახელმძღვანელოები, კლასგარეშე ლიტერატურა, ტრანსპორტი, ექსკერსია გოეთეს  ინსტიტუტში და მთაწმინდის პანთეონში.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითდი აქტივობები):. თემის სათაურის შერჩევა და განხილვა (1 გაკვეთილი).
. საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება, მიზნობრივი პრინციპით.(30 წუთი)
.პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფებში: ამ ადამიანთა ცხოვრების დეტალების შესწავლა და დამუშავება, პრეზენტაციის გაკეთება.(2 კვირა)
. ჯგუფებში მოვალეობის გადანაწილება (20 წუთი)
.აქტივობის განხორციელება (1 კვირა)
.პროექტის პრეზენტაცია და შემაჯამებელი შეფასება. თვითშეფასება.(45 წუთი).
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გერმანული ენა, რუსული ენა, ისტორია. უცხ.სV.13, უცხ.სV.10,უცხ.სV.21. უცხ.სV.22. ისტ.X.2.ისტ.X.7
11.პროექტის ხელმძღვანელი:.მედეა დემეტრაშვილი, ეკატერინე ჭავჭავაძე, მარინე იაშაღაშვილი.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:demetrashvilimedea@gmail.com.




13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:medeademetrashvili.blogspot.com'